skola24.ge

დაწყებითი კლასები
skola24.geდაიბადა ქ.ქუთაისში.
განათლება: თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის პედაგოგიური ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის სპეციალობა-წარჩინებით. (მაგისტრი)
ნინო ჭოლაძე
skola24.ge cv


გვარი:           ჭოლაძე
სახელი:          ნინო
დაბადების წელი,თვე,რიცხვი,ადგილი:  18 იანვარი 1970 წელი. ქ.ქუთაისი
ეროვნება:   ქართველი
სასწავლო დაწესებულებები:
1975–1986 ქ.ქუთაისის 23–ე საშუალო სკოლა
1987–1992წწ. ქ.ქუთაისის ა.წერეთლის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი,დაწყებითი კლასების პედაგოგიკა და მეთოდიკა(რუსული ენა და ლიტ–რა )სპეციალობა
2000–2004 წწ. გრ.ხანძთელის სახ.ქუთაისის ხელოვნების ინსტიტუტი,გობელენის სპეციალობა
სამუშაო გამოცდილება:
1992 – 2005 წლებში  ქ.ქუთაისის მე–14 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,დაწყებითი კლასების პედაგოგი
2005 – 2011 წწ. ქ.ქუთაისის შპს ,,ჩაღლარის,, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნიკო ნიკოლაძის სახ.ლიცეუმი,დაწყებითი კლასების პედაგოგი
2011წლიდან დღემდე ვმუშაობ ქ.თბილისის 24–ე საჯარო სკოლაში,დაწყებითი კლასების პედაგოგი
ტრენინგები:წერა–კითხვა და კრიტიკული აზროვნება–პაატა პაპავა
ინკლუზიური განათლება სკოლაში–განათლების სამინისტრო
ტრენინგები მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად – მასწავლებელთა სახლი
სერთიფიკატი:დაწყებითი კლასები(1–4) კლასების პედაგოგი
კომპიუტერული ცოდნა:
Mikrosoft word,mikrosoft exel,internet,power point.
უცხო ენების ცოდნა: რუსული ენა სრულყოფილად,ინგლისური ენა საშუალოდ
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.ორი შვილი.

თანმხლები წერილი

მინდა მოგახსენოთ,რომ აღვიზარდე პედაგოგების ოჯახში.

მაქვს 21 წლის მუშაობის სტაჟი.
ვარ შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ადამიანი,ვხატავ,ვამზადებ ფერადი ლითონისა და მინანქრისგან საიუველირო ნაკეთობებს,ვწერ ლექსებს,ვაქვეყნებდი  წერილებს ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების  გაზეთში ,,სანთელი,,.
ვიყავი პირველი კატეგორიის მასწავლებელი.
2003 წელს მივიღე საპატიო სიგელი ქ.ქუთაისის განათლების განყოფილების მიერ ,,მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის,,
ხშირად ვიღებ მონაწილეობას პედაგოგთა თვითშემოქმედებით კონკურსებში.
კერძო სტრუქტურაში რაც დავიწყე მუშაობა,ვიყავი ჩაღლარის საგანმანათლებლო ლიცეუმის დაწყებითი კლასების მეთოდგაერთიანების ხელ–ლი.
2006–07 წლებში გავდიოდი მეთოდისტების დახელოვნების კურსებს ქალაქ ანკარაში.
ამავე წლის ნოემბერში  ჩემმა ორმა კურსდამთავრებულმა გაიმარჯვა ,,ჩაღლარის,,სახელმწიფო დაწესებულებების   მასშტაბით  მე–5,მე – 6 კლასელთა  შორის  ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში.გვანცა გეგუჩაძე და მარიამ ნაცვლიშვილი  თურქეთიდან ოქროს და  ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
2010 წელს მთხოვეს დამეწერა  ჰიმნის ტექსტი ნ.ნიკოლაძის  ლიცეუმის დაწყებითი სკოლისათვის,რომელმაც გაიმარჯვა შესარჩევ კონკურსში და დავიმსახურე ფულადი პრემია და სიგელი.ჰიმნს დღესაც,ყოველ ორშაბათს და პარასკევს მხიარულად მღერიან მოსწავლეები.
ჩემს მიერ მომზადებულმა არა ერთი  ღონისძიება,თუ გაკვეთილი იპყრობდა  სკოლის დირექციის ყურადღებას,მაგრამ მათ შორის მინდა გამოვყო  რ.ბახის პიესა ,,თოლია ,სახელად ჯონათან ლივინგსტონი,,.მოსწავლეები საღად აზროვნებდნენ,თავისუფლად საუბრობდნენ ტოლერანტობის,განსხვავებული აზრის მიღების შესახებ,მსჯელობდნენ იმაზე,თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ სრულყოფილებას.
2011 წლის ზაფხულში ქ.ანკარაში  დემირელის სახელობის სკოლების პედაგოგების და მოსწავლეების  მონაწილეობით ჩატარდა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება,სადაც გამოიფინა ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნახატები.

2011 წლის ზაფხულში გავიარე განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული ტრენინგი ,,ინკლუზიური სწავლება სკოლაში,,რომელმაც მომანიჭა გარკვეული კრედიტი.
2011წ. ბატონმა გია მუღულიამ კონკურსის წესით  მიმიღო 24–ე საჯარო სკოლაში და დღემდე ვმუშაობ ამ სკოლაში,დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
2012 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები,მომენიჭა სერთიფიკატი.
2013 წელს ჩავერთე მასწავლებელთა ზრდის პროგრამაში.
2012 წლის ზაფხულში ვმუშაობდი ქუთაისის აკ.წერეთლის სახ.უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკში, კონსულტანტად.
2013 წლის ნოემბერში მიწვეული ვიყავი მასწავლებელთა სამდღიან  კონფერენციაზე ბაზალეთში, განათლების ექსპერტ ნინო ელბაქიძის მიწვევით.

ვარ კომუნიკაბელური,ჩემთვის უცხოა პიროვნული შუღლი,კოლეგის უპატიცემულობა,უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი.მაქვს სამართლიანი და მუდამ მზარდი პედაგოგის სახელი.

გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?