skola24.ge
სკოლის სიახლეები
skola24.ge2012 წლის 17 დეკემბერს პედაგოგმა ინგა გამყრელიძემ "მომავლის კლასში" ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილი მიმდინარეობდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
skola24.ge18 დეკემბერს ქართული ენის კათედრამ ჩაატარა კონფერენცია “სულიერი ხსნის გზა”. კონფერენციაზე ნ. ქურხულისა და ქ. ოდიშარიას XI და XII კლ. მოსწავლეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს. კონფერენციას ესწრებოდნენ კათედრის მასწავლებლები.
skola24.geპოლიტექნიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მიმართულების ლაბორატორიასთან თანამშრომლობის მიზნით ქიმიის პედაგოგმა სოფო მშვილდაძემ სკოლაში მოიწვია პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი. მან მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია „რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია.“ ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტები, რომლებმაც ძალიან დააინტერესა მოსწავლეები.
skola24.geN24-საჯარო სკოლას სტუმრად ეწვია მისი კურსდამთავრებული ლაშა შარმაზანაშვილი. იგი შვეიცარიის ბირთვული კვლევის Cern-ის ინჟინერია. მან ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვირტუალური და თანამედროვე ინჟინერიის ის უახლესი მიღწევები გააცნო, რომელზეც დაფუძვნებულია ცერნის დეტექტორები და ამაჩქარებლები.
skola24.ge2012 წლის 11 დეკემბერს დაწყებითი კლასების პედაგოგმა თეა შენგელიამ ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი "მომავლის კლასში".
skola24.geჩვენი სკოლის ახალგაზრდა პედაგოგმა ხატია ნადარაიამ 4 დეკემბერს ჯეოკლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „ნიუტონის კანონები“. გაკვეთილი იყო  შემეცნებითი, კარგად ორგანიზებული, საინტერესოდ დაგეგმილი და ტექნიკურად გამართული. ინტერესი გამოიწვია პედაგოგის წინასწარ შერჩეულმა ვირტუალურმა ცდებმა, რომლებიც მონიტორზე, თავად მოსწავლეებმა ჩაატარეს.
skola24.ge2012 წლის 27 ნოემბერს, I-დ კლასის მასწავლებელმა - ნანა მეტრეველმა, მომავლის კლასში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  მოსწავლეებს ჩაუტარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში.
skola24.ge2012 წლის 25 ოქტომბერს IX კლასის მოსწავლეები, მუსიკის მასწავლებლის, მაია მელიქიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ  ნიკო ფიროსმანის მუზეუმს, სადაც ფიროსმანობის კვირეულთან დაკავშირებით მოინახულეს ფიროსმანის ნამუშევრები და მისი პირადი ნივთები.

skola24.ge15 ოქტომბერს ჩვენი სკოლის პირველკლასელებს პირველი საანბანო გაკვეთილი ჩაუტარდათპედაგოგები თეა შენგელია, ეკატერინე ალავიძე, ნინო ჩინჩალაძე და ნანა მეტრეველი საგანგებოდ მოემზადნენ, რათაესმნიშვნელოვანი დღე პატარებისათვის განსაკუთრებულად ლამაზი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ყოფილიყო.

skola24.ge

2012 წლის 19 სექტემბერს N24 საჯარო სკოლის მასწავლებლის, თ.ბარისაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „სიყვარული გზად და ხიდად“.

გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?