skola24.ge

სკოლის სიახლეები
skola24.ge№24    საჯარო სკოლის  სააქტო  დარბაზში,   2013  წლის  24  მაისს ,   II-ბ  კლასის  მოსწავლეთა  მონაწილეობით (კლ.ხელ:  ეკა ფირცხალავა),თეატრალური წარმოდგენა  გაიმართა . ღონისძიების თემა იყო  : „სიკეთე და მეგობრობა „ .  მოსწავლეები  დიდი მონდომებით წარდგნენ  მაყურებლის  წინაშე  სპექტაკლით: – „ ექიმი  თხუნელა“.    წარმოდგენას ესწრებოდნენ:   სკოლის დირექტორი – გ. მურღულია, აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი – თ. ტყეშელაშვილი, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.  წარმოდგენამ  წარმატებით  ჩაიარა და პატარა მსახიობების  მონდომებამ  მაყურებლის  დიდი სიმპატია დაიმსახურა.
რუსთაველის კლუბი

skola24.ge

რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბი

23 აპრილს 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
გიწვევთ სასაუბროდ თემებზე:
1. ბოროტების უარსობა და შემთხვევითობათა ჯაჭვი ვეფხისტყაოსანში;
2. ვინ არის ტარიელი?

skola24.ge12 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV–მ, ლიტფორუმმა ებლიფტომ, ჟურნალ „არტ–ხომლის“ რედაქციამ ლიტერატურული კონკურსის „მე–ქართულის მასწავლებელი“ გამარჯვებული დაასახელეს.

skola24.ge2013  წლის  10 აპრილს,  II-გ კლასმა ( პედ: დ. გოგოლაშვილი)  მოაწყო  სასწავლო ექსკურსია–გაკვეთილი  ქალაქ–თბილისის  მიდამოებში( კერძოდ:  საქართველოს ეთნოგრაფიულ  მუზეუმში და კუს  ტბაზე), რომელიც  გათვალისწინებული  იყო  საპროგრამო  მასალის მიხედვით.  
skola24.ge2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

skola24.geქ.თბილისის N24 საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად.
skola24.geა.წ 31 იანვარს N24 საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის - მცხეთა-მეორე იერუსალემის პრეზენტაცია. პროექტს ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ბაღათურია.  

skola24.geაზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებმა: თეა ტყეშელაშვილმა,  ლია ორჯონიკიძემ, თეა რაზმაძემ ჯეოკლასში  ჩაატარეს ინტეგრირებული ვიქტორინა-კონკურსი ისტორია-გეოგრაფიაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესის საინტერესოდ, სახალისოდ წარმართვას და გამრავალფეროვნებას, ისეთი სასწავლო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო განმტკიცებას, როგორიცაა: ცოდნის ორგანიზება, მობილიზება და ექსტრემალურ  სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება.

skola24.ge2012 წლის 20 დეკემბერს VIIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღია გაკვეთილი თემაზე: „სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“ გაკვეთილის მიზანი იყო პრეზენტაცია - შეჯიბრების გზით არგუმენტირებულად წარმოეჩინათ სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე. 
skola24.ge18 დეკემბრის თოვლიანმა საღამომ ხელი ვერ შეუშალა 24-ე სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სხვადასხვა დროის კურსდამთავრებულების შეკრებას ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში. მოწვეულ სტუმრებს 24-ე საჯარო სკოლის მე-60 საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ელოდა.
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?