skola24.ge

ქართულის კათედრა
ამ საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი  მიზანია გამოუმუშავოს მოზარდს ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა, შეაყვაროს კითხვა, ხელი შეუწყოს მხატვრული ნაწარმოების ესთეტიური აღქმის და შეფასების უნარის ჩამოყალიბებაში.

კათედრის ხელმძღვანელი: თეონა ლომაძე


თამარ აბრამიშვილი –დაიბადა 1967წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.  1990 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო “ირმის ნახტომის” მიერ გამოცხადებულ პროექტებში:1. კიტა აბაშიძე-1 ადგილი; 2.დავით გურამიშვილი-1ადგილი.2006_2007 სასწ. წელს იყო კათედრის ხელმძღვანელი. 2008 წელს გახლდათ ციფრული ლიტერატურული ჟურნალების კონკურსის ჟიურის წევრი.

skola24.geთამარ ბარისაშვილი-დაიბადა 1958წელს.დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1988წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. 1996_98წ.წ.მუშაობდა გ.ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილების გამგედ.(შეთავსებით.) 2006წელს კონკურსში “შემოქმედი პედაგოგი”გამარჯვებისათვის დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და სიგელით. 2006წელს “ირმის ნახტომის”მიერ გამოქვეყნებულ კონკურსში (მწერლის საუკეთესო ვებგვერდის მომზადებისათვის) დაჯილდოვდა 1-ლი ხარისხის დიპლომით, ხოლო 2007წელს მიენიჭა წარმატებული მასწავლებლის წოდება. ფონდ “ირმის ნახტომის”მიერ 2008წელს გამოცხადებულ პროექტში “ქართველი და ქართულად თარგმნილი უცხოელი მწერლების განახლებული ვებგვერდის " შექმნისათვის სკოლამ დაიკავა მე-2 ადგილი. თამარმა ნომინაციაში “ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საუკეთესო ელექტრონული ცნობარი”_მე_3ადგილი დაიკავა. იგი არის რესპუბლიკის მასშტაბით შემდეგი კონკურსების ავტორი და კოორდინატორი: 1.”ვკითხულობთ რუსთაველს”, 2. “ემიგრანტი პოეტი დავით გურამიშვილი”;  
3.”ლიტერატურული პორტრეტები”. 20007-08სასწ.წელს იყო კათედრის ხელმძღვანელი.

skola24.geხათუნა ბაღათურია_დაიბადა 1960წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989წლიდან მუშაობს  24-ე საჯარო სკოლაში. 2005-2006სასწ. წელს უხელმძღვანელა ბოლო ზარისადმი მიძღვნილ საღამოებს. მან მონაწილეობა მიიღო "ირმის ნახტომის" მიერ გამოცხადებულ პროექტში " დავით გურამიშვილი ". 2007წელს ჩაატარა  ლიტერატურული საღამო და გამოსცა მოსწავლეთა ესეების კრებული " ფიქრის კვალი ". 2008წელს უხელმძღვანელა ვახუშტი კოტეტიშვილისადმი მიძღვნილ საღამოს. ამისთვის მიღებული აქვს მადლობა და ფულადი ჯილდო.
2008წელს იყო ციფრული ლიტერატურული ჟურნალების კონკურსის ჟიურის წევრი.(" ირმის ნახტომის "კონკურსი).
-2009წელს იყო კოორდინატორი და ჟიურის წევრი კონკურსისა  “ვწერ თავისუფალ თემას”. 2008_09სასწ.წელს იყო კათედრის ხელმძღვანელი.

skola24.geთამარ კახნიაშვილი-დაიბადა 1966წელს.დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი. 1984წლიდან 1989წლამდე მუშაობდა 24-ე საჯარო სკოლაში პიონერხელმძღვანელად, ხოლო 1990წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2006წელს მონაწილეობა მიიღო “ირმის ნახტომის” მიერ გამოცხადებულ კონკურსებში:1. “დავით გურამიშვილი”; 2.ციფრული ლიტერატურული ჟურნალების  ჟიურის წევრი.

 

 

 


ინგა კორძახია_დაიბადა 1964წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2005-06წლებში იყო კათედრის ხელმძღვანელი. 1989წლიდან მუშაობს 24_ე საჯარო სკოლაში. 2007წელს უხელმძღვანელა “ირმის ნახტომის “პროექტს “  ციფრული ლიტერატურული ჟურნალი”.(2ნომერი). დაიკავა 1_ლი ადგილი. 2008 წელს უხელმძღვანელა ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოს,რისთვისაც გამოეცხადა მადლობა და მიიღო ფულადი ჯილდო.

თინათინ ფიფია- დაიბადა 1958წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1981- 96 წლებში მუშაობდა 24-ე საჯარო სკოლაში. 2003-2006 წლებში იყო განათლების სამინისტროს ინტერნატული სამმართველოს უფროსი. 2007 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. 1986 წელს მიიღო საუკეთესო პედაგოგის წარმატების სიგელი. ( საოჯახო ცხოვრების ეთიკასა და ფსიქოლოგიაში).  მიენიჭა 2001 წელს პერსონალის მართვის ექსპერტის სერთიფიკატი (საფრანგეთში) 1987 წელს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მადლობა და ფულადი ჯილდო. 2009 წელს იყო ჟიური წევრი კონკურსისა "ვწერ თავისუფალ თემას ".

skola24.geთეონა ლომაძე-დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში . 2005 წლიდან მონაწილეობს ეროვნულ გამოცდებში გამსწორებელი კომიის წევრად . 2007 წელს უხელმძღვანელა “ ირმის ნახტომის “ კონკურსს “კიტა აბაშიძის ვებგვერდი “ . I პრემია . 2008 წელს იყო ლიტერატურული ჟურნალების კონკურსის (“ირმის ნახტომი”) ჟიურის თავმჯდომარე .2009 წელს იყო ჟიურის წევრი კონკურსისა “ ვწერ თავისუფალ თემას.”



skola24.geმაია მიქაძე –
დაიბადა 1961 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი . 1985-1988 წლებში მუშაობდა მე-19 საშუალო სკოლში.
1988 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. 2005 წლიდან მონაწილეობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2004- 2005 წლებში იყო კათედრის ხელძღვანელი. 2006 წელს ჩაატარა ლიტერატურული საღამოები, რომლებიც მიუძღვნა დავით გურამიშვილსა და ლადო ასათიანს. 2006 წელს აირჩიეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008 წელს უხელმძღვანელა პროექტებს : “ ენის ეკოლოგია” და “ სუფიზმი და ქართული მწერლობა" . 2009 წელს იყო ჟიურის წევრი კონკურსისა “ვწერ თვისუფალ თემას".

skola24.geქეთევან ოდიშარია – დაიბადა 1954 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986-88 წლებში მუშაობდა თბილისის ამიერკავკასიის კულტურის სასახლეში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად. 1989 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო “ ირმის ნახტომის “ შემდეგ პროექტებსა და კონკურსებში 1. მწერალთა ვებგვერდები : “ დავით გურამიშვილი “, “კიტა აბაშიძე “. 2. ციფრული ლიტერატურული ჟურნალების კონკურსის ჟიურის წევრი . 



ნანა ქურხული
– დაიბადა 1968 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში. 2006-07 წლებში მონაწილეობა მიიღო “ ირმის ნახტომის “ მიერ გამოცხადებულ პროექტებში : 1. “დავით  გურამიშვილი” I ადგილი ; “კიტა აბაშიძე “ I ადგილი. 2008 წელს იყო ჟიურის წევრი კონკურსისა” ციფრული ლიტერატურული ჟურნალები “ . 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?