skola24.ge

ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, მათ სასწავლო პროცესში ჩართვას და ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოსწავლისთვის ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით სწავლებასა და მათ თანატოლებთან ერთად ჩართულობას გულისხმობს.


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე (სსსმ) მოსაწავლე
1.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შესარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგემით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2.    სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა;
დ) მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ ძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.


შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქონე ბავშვის სტატუსი შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვითაა განსაზღვრული. კერძოდ ბავშვი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების დარღვევის შედეგად დაზიანებული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირონეbს სწავლის უნარის სრულად ან ნაწილობრივ დაქვეითებას ან/ და ყოფა–ცხოვრების არსებით გართულეbას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ)
ისგ არის წერილობით გაფორმებული დოკუმენტი, რომლის შინაარსი, მოცულობა და ათვისების წესი სსსმ მოსწავლის აკადემიური მომზადების დონის და ინტერესების შესაბამისად არის შედგენილი. ინდივიდუალური სასწავლო გეგმას ადგენს, აფასებს და გადახედავს ინკლუზიური სწავლების მულტიდისციპლინური გუნდი, სსსმ მოსწავლის მშობელი და შესაძლებელია თავად სსსმ მოსწავლე.  ინდივიდუალური სასწავლო გეგემა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგნას და ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროებების დაკმაყოფილების გზებსა და ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია ისგ–ით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდება ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში / საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად დაიგეგმება/განისაზღვრება:
ა)რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალური სასწავლო გაგმის შემუშავებას. შეჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ)მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობის დრო, ადგილი  და ხანგრძლივიბა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).
ინდვივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს სსსმ და/ან შშმ მოსწავლის შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასებას.
ისგ ჯგუფში უნდა ერთიანდებოდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაწიის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, სპეც. პედაგოგი.
ისგ ჯგუფს ეყოლება კოორდინატორი. კოორდინატოსი წარმართავს ჯგუფის მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ ჩატარდება ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი. გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება ცვლილებებს;
ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალურინ სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).


მულტიდისციპლინური გუნდი
მულტიდისციპლინური გუნდი წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდს, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი და ზოგადი განათლების პედაგოგი. ინკლუზიური სწავლების გუნდის ფუნქციებია: ა)სსსმ ბავშვების იდენტიფიკაცია და შეფასება. მათი ინდივიდუალური საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა; ბ) შეფასების საფუძველზე სსსმ ბავშვის საგანმანათლებლო ინტერესის დადგენა და მშობლისათვის რეკომედაციის გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევისათვის; გ) კონსულტაციების გაწევა სკოლებისათვის: ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებისა და მათი სასწავლო პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვისათვის: დ) სკოლების პრაქტიკული და მეთოდოლოგიური დახმარება ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და განვითარების პროექტების განხორციელებაში. სკოლაში ინკლუზიური სწავლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების ფორმირება. ე) სკოლებში სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და სოციალური მიღწევების მონიტორინგი და შეფასება. ინკლუზიური სწავლების ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა. პრობლემების გადაჭრის ხერხებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება სამომავლო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვს აუცილებელი ქმედებებ. ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მოძიება რესურს ცენტრების, რაიონული პოლიკლინიკებისა და სოც. უზრუნველყოფის განყოფილებებიდან არსებული მონაცემთა ბაზების შევსება.


რესურს ოთახი
რესურს ოთახი არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სივრცეში არსებული ოთახი, რომელიც აღჭურვილია მოსწავლეების სპეცილური საგანამანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური საშუალებებით ადაპტირებული ავეჯი, მრავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა, აუდიო–ვიდეო აპარატურა, კომპიუტერი, პრინტეტი, ქსეროქსი. რესურს ოთახს ემსახურება სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, და ყველა ის მასწავლებელი, რომელიც სსსმ / შშმ ბავშვების ინკლუზიური სწავლების პროცესში მონაწილეობს. რესურს ოთახი სსსმ / შშმ მოსწავლეთა საგაკვეთილო განრიგის შემადგენელი ნაწილია, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ საჭიროებისამებრ დაისვენონ, ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად იმეცადინონ. სსსმ / შშმ მოსწავლის რესურს ოთახში ყოფნის ინტენსივობას მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგემა განსაზღვრავს.


სსსმ / შშმ ბავშვის იდენტიფიკაცია და შეფასება
სსსმ / შშმ  ბავშვის იდენტიფიკაცია გულისხმობს ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევისა და სწავლის სირთულეების აღმოჩენასა და დადგენას, ხოლო შეფასება გულსიხმობს ამ დარღვევების ბუნების, ხარისხისა და მიზეზების განსაზღვრას.
მოსწავლეთა შეფასება 10 ქულიანი შეფასების სისტემით ხდება. ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებიც განათლებას  ინდივიდუალური სასწავლო გეგმით იღებენ, ფასდებიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნების დაძლევის საფუძველზე.




სსსმ და შშმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის მექანიზმი
იმ შემთხვევაში, თუ სსსმ / შშმ ბავშვი დაწყებით სასკოლო ასაკზე უფროსია (8 წლიდან –18 წლამდე) და მას მანამანდე არც ერთ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უსწავლია, მისი სკოლაში მიღება და შესაბამისი სწავლის საფეხურის (კლასის)  შერჩევა ხდება ბავშვის ასაკის, აკადემიური და სოციალური უნარებისა და საგანამანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე. სსსმ / შშმ მოსწავლეთა საგანამანათლებლო და სოციალური უნტეგრაციის ინტერესების დასაცავად, აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული შესატყვისობაბავშვის ასაკსა და შერჩეულ სწავლსი საფეხურს (კლასს) შორის. მაგ. 9–10 წლის მოსწავლე არ უნდა სწავლობდეს I და II კლასში; 14-15 მოსწავლე III ან IV კლასში. დასაშვები ცდომილებაა მაქსიმუმ ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ სსსმ / შშმ ბავშვი სკოლაში სასწავლებლად გადმოდის სპეციალიზირებულ სკოლიდან მისი სკოლაში მიღება და შესაბამისი სწავლის საფეხურის (კლასის) შერჩევა ხდება სპეციალიზირებული სკოლის მიერ გაცემული დოკუმენტაციისა და მისი აკადამიური და სოციალირო უნარების მულტიდისიცპლინირო გუნდის შეფასების საფუზველზე.


ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით სკოლას ჰყავს:

ფსიქოლოგი: ნინო იაშვილი
სპეც-პედაგოგები: მაია კოტია, მზია რუხაძე




თბილისის №24 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საჭიროების მქონე 21 მოსწავლე.

სკოლაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ეს მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულნი არიან სკოლის ცხოვრებაში, ისინი მეგობრობენ თავიანთ თანაკლასელებთან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შედგენილია ინდივიდუალური გეგმები, რომელიც შემუშავებულია სკოლაში არსებული მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ (ფსიქოლოგი, სპეც. პედაგოგი,მშობელი). სკოლის პედაგოგებმა ეტაპობრივად გაიარეს ტრენინგები ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ტარდებოდა განათლების სამინისტროს მიერ. სკოლას, ინკლუზიური განათლების საქმიანობასა და ჩართულობაში, მიღებული აქვს მადლობა განათლების სამინისტროს მიერ.


ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?