skola24.ge

,,კეთილ იყოს, გაზაფხულო, მობრძანება შენი!,
გაზაფხულდა, შრიალებენ ხენი, კეთილ იყოს, გაზაფხულო, მობრძანება შენი!,,ამ სიტყვებითა და მერცხლების ჭიკჭიკით დაიწყო 1 აპრილს 3-ე კლასის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში.თვალხატულა გოგო-ბიჭების გულებიდან გადმოღვრილმა სითბომ და სიყვარულმა გაათბო და მოაჯადოვა მაყურებელი.სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და გაზაფხულს გვილოცავდნენ ლექსითა თუ სიმღერით,ცეკვითა თუ იუმორით_ზურიკელა, ბებია და ზაბლონა მასწავლებელი, წუნა და წრუწუნა,ქართვლის დედა თუ ალგეთის ლეკვები და ყარაჩოღელები.დარბაზში თოთო გაზაფხულის ბრწყინვალება და დიდებულება იფრქვეოდა, რომლის ნატერფალზე სისხლის წვეთებად უკვე დააჩნდნენ წარბაზიდული ყოჩივარდები, რომლებმაც ნაირფერად მოქარგეს მიდამო  და ჩვენს თბილ და საყვარელ სკოლაშიც მიმოაბნიეს სილამაზე და სათნოება.ღონიძიებამ დირექციის დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მაყურებლის მქუხარე ოვაციებიც უერთდებოდა.მეც სიამოვნებით ვუერთდები ჩემი მოსწავლეების  მილოცვას და ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას!     კლასის დამრიგებელი: ირმა გახოკია
skola24.geskola24.geskola24.geskola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?