skola24.ge
„ბაირონი-ბარათაშვილი“
2013 წლის 31 მაისს N24 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ბაირონი-ბარათაშვილი“. VIIგ კლასის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ამავე კლასის დამრიგებელმა, თამთა კამკამიძემ სასიამოვნო საღამო აჩუქა მაყურებელს.ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ბარათაშვილისა და ბაირონის ტრაგიკული ბიოგრაფიები, წაიკითხეს ლექსები ორიგინალში, შეასრულეს  დიდი რომანტიკოსების ლექსებზე შექმნილი სიმღერები. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბაირონისა და ქართველი გოგონას ურთიერთობის ისტორია, რომელიც ბევრმა მსმენელმა პირველად მოისმინა. საღამო დასრულდა ბაირონის ლექსებზე შექმნილი სიმღერით “Silence and tears” რომელმაც ამაღლებული განწყობა დაუტოვა მაყურებელს.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?