skola24.ge
ისტორია-გეოგრაფიის ვიქტორინის II ტური
skola24.ge15 ივნისს ჯეოკლასში ჩატარდა ისტორია-გეოგრაფიის ვიქტორინის II ტური. მერვე კლასებს შორის  საუკეთესო გუნდისგამოსავლენად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ორი ნახევარფინალისტი, VIII-ა და VIII-ბ კლასის გუნდები. საკმაოდ დაძაბული, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,  VIII-ა კლასის გუნდმა მინიმალური სხვაობით შესძლო I ადგილზე გასვლა.
გამარჯვებული გუნდის წევრები და II ადგილის მფლობელებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ინტელექტუალურ, სახალისო და ძლიერ საპასუხისმგებლო კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს საზოგადოებრივ მეცნიერებებში ცოდნის მაღალი დონე, კრეატიულობა, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა და აღზრდის ჯგუფი  კვლავ განაგრძობს  სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოების მიზნით – სახალისო და საინტერესო აქტივობების განხორციელებას.
skola24.ge skola24.ge

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?