skola24.ge
"საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის კლუბი"
ჩვენი სკოლის „საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის კლუბი“ ხშირად მასპინძლობს საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს. 2013 წლის 8 მაისს კლუბის მორიგი სტუმარი ლევან ბერძენიშვილი გახლდათ, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მასთან საუბარს კი სკოლის დირექტორი გია მურღულია წარმართავადა.

 

ბატონმა ლევანმა ჩვეული ენამჭევრობითა და იუმორით მოუთხრო აუდიტორიას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მსმენელთა ინტერესი მრავალფეროვანი კითხვებით გამოიხატა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სიამოვნებით მოისმინეს სტუმრის მოსაზრებები მისი საყვარელი მწერლებისა თუ პედაგოგიური საქმიანობის, განათლების პოლიტიკისა თუ ფეხბურთის შესახებ. ცხადია, ვერც ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და მიმდინარე მოვლენები დარჩა მოსწავლეთა ყურადღების მიღმა.

ვფიქრობთ, შეხვედრამ არა მხოლოდ მასპინძლებისათვის, არამედ სტუმრისთვისაც საინტერესოდ ჩაიარა.

skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?