skola24.ge
ქართულ–ბერძნული ფესტივალი „ოქროს საწმისი“
5 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით ქ. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიმდინარეობს ფესტივალი „ოქროს საწმისი“, რომლის მიზანია ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის გავრცელება–პოპულარიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები, ვიქტორინა, თეატრალური წარმოდგენები. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და სიგელებით.

12 აპრილიდან ამ პროექტში 24–ე საჯარო სკოლაც ჩაერთო. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო მოხსენებები:

1.    „იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა“– მომხსენებელი XI კლასის მოსწ. თ. მჭდლიძე (ხელმძ. ნ. ქურხული);

2.    “ივირონი“ - ათონის სამკაული

მომხსენებლები: VII კლასის მოსწავლე მარიამ ხორბალაძე და მარიამ საყვარელიძე;

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ნიკოლოზ მამარდაშვილი.

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?