skola24.ge
„ენა ქართული - მოვლენილი მადლი ზეცისა“

skola24.ge ქართული ენის დღის აღსანიშნავად N24 საჯარო სკოლის IV დ კლასმა 15 აპრილს წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია „პოეზიის 45 წუთი“.

კომპოზიციაში მონაწილეობდა IV დ კლასის ყველა მოსწავლე. ისინი შეეცადნენ მხატვრულად გადმოეცათ ხვავრიელი და ძარღვიანი ქართული ენის სინატიფე და ლაზათი.

კომპოზიციის დასასრულს სასიამოვნოდ იღვრებოდა „დედაენის“ ჰიმნი და მას ძეგლად აღმართული ცად მფრინავი ბიჭი უერთდებოდა, რომელიც ცოდნის ზარს ელტვის, რაც ქართული ნიჭის უკვდავების სიმბოლოა.

მოსწავლეების გულწრფელ მოფერებას „მრავალჭირვარამგადანახადი“ ქართული ენისადმი სიამოვნებით შეუერთდა სკოლის დირექცია

ბატონმა გია მურღულიამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ დამრიგებელს და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ, თუ რა ძლიერია ქართული გენი.

კლასის დამრიგებელი - ირმა გახოკია

 

 

 

 

skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?