skola24.ge

მასწავლებლები ერთმანეთის დასახმარებლად

დაწყებითი კლასების კათედრაზე მიმდინარეობს მაწავლებელთა ურთიერთდასწრება, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ა.წ 29 ნოემბერს, II-ა კლასში, მასწავლებელმა თამარ მანჩხაშვილმა ჩაატარა მათემატიკის გაკვეთილი. გაკვეთილს ესწრებოდა პარალელური კლასის მასწავლებელი, დაწყებითი კათედრის ხელმძხვანელი - ეკა ფირცხალავა.

გაკვეთილის მიზანი იყო: ორნიშნა რიცხვების ნუმერაციის განმტკიცება, რიცხვების მიმატების წესების გაცნობა და მასზე დამყარებული შეკრების ხერხების გამოყენება, დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განმტკიცება-ბუკის გამოყენებით.

მეორე კლასელთათვის ათობით სისტემაში მათემატიკური მოქმედებების წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან, ქართული რიცხვების დასახელება ოცეულებით ხდება, ანგარიში კი - ათეულებზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა აღნიშნულს კარგად გაართვეს თავი, შეძლეს რიცხვები ჯერ ათეულებად და ერთეულებად წარმოედგინათ, მასზე შესრულებული მოქმედებების შემდეგ კი ოცეულებად დაესახელებინათ. ასევე კარგად მოახერხეს ბიჯით თვლა, შეკრების მოქმედებათა დემონსტრირება, მათემატიკური გამოსახულების ჩაწერა და წაკითხვა, რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენებით ამოცანების ამოხსნა. ბავშვებმა კომპიუტერულ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით, ბუკების გამოყენებით შექლეს დამოუკიდებლად, ჯუფდებადობის კანონის გამოყენებით მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა.

გაკვეთილის შეჯამების შემდეგ, დამსწრე მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge

 

 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?