ექსკურსია ბარამბოს ქარხანაში
2012 წლის 13 ოქტომბერს VIდ კლასი იმყოფებოდა სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებულ შემეცნებით ექსკურსიაზე - "ბარამბოს" შოკოლადის ქარხანაში. ბავშვებს ძალიან მოეწონათ შოკოლადის დამზადების ტექნოლოგია. მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ შოკოლადის დამზადების პროცესში. ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ადევნებდნენ თვალყურს დამუშავების ტექნიკას. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ მიღებული პროდუქტი, რამაც საერთო აღფრთოვანება გამოიწვია.
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს დაეთვალიერებინათ მცხეთის ღირსშესანიშნაობები, რამაც უფრო გაამრავალფეროვნა ის დღე.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?