skola24.ge
თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი
2012 წლის 22 აპრილს მოსწავლეთა აზალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი.მასში მონაწილეობა მიიღო #24 საჯარო სკოლის VI, VII, VIII კლასების ცხრა მოსწავლემ. ყოველი მათგანის ნაკეთობა გამოირჩეოდა სილამაზითა და ორიგინალობით. ჟიურიმ მათი ნამუშევრები საუკეთესოდ მიიჩნია.
პირველი ადგილი მოიპოვა VIIIბ კლასის მოსწავლემ გვანცა ჭინჭარაულმა, მეორე ადგილი მიეკუთვნა VIIბ კლასის მოსწავლეს ანა კუციას. კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ  VIა კლასის მოსწავლეები ეკატერინე გორგაძე, ელენე მირიანაშვილი, ანა ტაბატაძე, VIIბ კლასის მოსწავლეები თაკო ბუიშვილი, ანუკი ბერიაშვილი, VIIIგ კლასის მოსწავლეები ნანა ძაქარაია და თამარ ინწკირველი.
საკონკურსოდ მოსწავლეების საუკეთესოდ მომზადებისათვის სკოლის გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს მზია ადამაშვილს გადეცა მადლობის სიგელი.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?