skola24.ge
"ვაჟა მოგონებებში"
განათლების სამინისტრომ ვაჟა–ფშაველას 150–ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადა კონკურსი_"ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული".#24 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა სხვადასხვა ტიპის აქტივობით ხალისით ჩაება ამ კონკურსში.
მასწავლებლების_ხათუნა ბაღათურიასა და ინგა კორძახიას ხელმძღვანელობით IX,X და XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში "ვაჟა მოგონებებში". მათ პოეტის ბიოგრაფიიდან დაამუშავეს საკმაოდ დიდი მასალა, გაეცნენ მის წინაპრებს, უფრო ღრმად ჩასწვდნენ ვაჟას პიროვნებას.
მოსწავლეებმა თეატრალიზებულად წარადგინეს თავიანთი სათქმელი. წაიკითხეს ვაჟას ლექსები და ნაწყვეტები პოემებიდან. ამ კონკურსმა გამოავლინა ბევრი მოსწავლის შემოქმედებითი უნარები:
  1. მსახიობური, მუსიკალური და ხატვის;
  2. არგუმენტირებული მსჯელობა;
  3. ლოგიკური აზროვნება;
  4. საკითხის მეცნიერული კვლევა;
  5. კარგი პრეზენტაბელურობა.
სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომელიც თემატურად ეხმიანებოდა დიდი პოეტის შემოქმედებას. ახალბედა მხატვრებმა ისაუბრეს თავიანთ ნახატებზე. მათ სრულყოფილი, საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცეს თანატოლების შეკითხვებს.
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ ლიტერატურის მუზეუმს. მათ უმასპინძლა მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბაქრაძემ. მეტად საინტერესო გამოდგა ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვაჟას პირადი ნივთები, უნიკალური ფოტოები და პოეტის სულ ახლახან აღმოჩენილი უბის წიგნაკი.
წარმოდგენილ ანგარიშს თან ერთვის მოსწავლეთა მიერ მუსიკალურად გაფორმებული და დამონტაჟებული ვიდეო და ფოტომასალა.
.
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?