skola24.ge
“მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.”
ვაჟა-ფშაველას დაბადების 150-ე წლისთავის აღსანიშნავად 24-ე საჯარო სკოლის Xდ კლასმა 2011წ. 28 ოქტომბერს წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.”
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ვაჟა-ფშაველას მრავალფეროვან სამყაროსთან, მისი აზრის სიღრმესა და სიმაღლესთან ზიარება, მათთვის ვაჟას პოეზიაში ამეტყველებულ საგანთა და მოვლენათა ღრმა და იდუმალი კავშირების ჩვენება; გაცნობა ვაჟა-ფშაველას სიბრძნის გაკვეთილებისა, რომლებშიც პოეტი ნათელმხილველივით ჭვრეტს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის არსს; მუდმივ ფასეულობებზე_სიკეთეზე, სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, თანაგრძნობაზე_დაფუძნებული პიროვნების ზნეობრივი სრულყოფის ვაჟასეული გზის გაგება.
მოსწავლეებმა ზეპირად წაიკითხეს ის ცნობილი ლირიკული შედევრები (“რამ შემქმნა ადამიანად”, “ჩემი ვედრება”, “დამსეტყვე, ცაო”, “კაი ყმა”და სხვა), რომლებშიც წარმოჩენილია შემოქმედის მრწამსი და ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების საკითხები; ზოგადად ისაუბრეს ამ ლექსებში გამოკვეთილ საკაცობრიო ღირებულებებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა Xდ კლასის ყველა მოსწავლე. მათ წინა წლებში შესწავლილი ლექსებიც გაიხსენეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან და ინტერესით გაეცნენ მათთვის უცნობ პოეტურ ნიმუშებსაც. პედაგოგი ნანა ქურხული.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?