skola24.ge

ვაჟა–ფშაველას საიუბილეო კვირეული
ვაჟა–ფშაველას საიუბილეო კვირეულთან დაკავშირებით, 24–ე საჯარო სკოლის ესთეტიკის კათედრამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილები(მუსიკა, ისტ. პედაგოგები ტ.შათირიშვილი, ხ.დანელია)  სათაურით „ამღერებული პოეზია“.

პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო მსახიობების მიერ მხატვრულად წაკითხული ლიტერატურული ნიმუშების ვიდეოჩანაწერები („არწივი“, „ჩვენება“,“ჩემი ვედრება“, „მე რომ ტირილი მეწადოს“, ჩივილი ხმლისა“, „იას უთხარით ტურფასა“,“რამ შემქმნა ადამიანად“,“ის კი არ არის ბიჭობა“) , პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები („ტიალო დარიალაო“, „შენმა სურვილმა დამლია“, „სამშობლოს არვის წავართმევთ“, „ქეიფი“, „გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ“, „სამეფოს სიმღერა“), მულტფილმი „ჩხიკვთა ქორწილი“, ლექცია „კონსტანტინე გამსახურდია ვაჟა–ფშაველას შესახებ“.

ამ სახით,მოსწავლეებმა უფრო კარგად გაითავისეს ვაჟას პოეტური სამყარო.  სკოლის ბიბლიოთეკაში გამოიფინა სახვითი ხელოვნების მასწავლებელ ნინო იოსავას ხელმძღვანელობით VII,VIII,IX კლასელთა მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ნახატები.

ამავე დღეს,  ესთეტიკის კათედრის თაოსნობით გამოცხადდა კონკურსი,რომლის მიზანია მოსწავლეთა მიერ მხატვრულად წაკითხული ლიტერატურული ნიმუშების ჩაწერა,დამუშავება და სკოლის ფონდის შექმნა...

პროექტის გაცნობისას, კათედრის გამგემ  მოსწავლეებს  წაუკითხა ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილიდან „კარგად წაკითხვა წასაკითხისა“ და უსურვა მათ წარმატებები.

 

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?