skola24.ge

გამოფენა
skola24.geა/წ 6 მაისიდან 21 მაისამდე გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტში მოეწყო #24 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა(პედაგოგი მზია ადამაშვილი). გამოფენილი იყო V-VIII კლასის მოსწავლეთა მიერ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში შექმნილი მხატვრულ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები: ნაქარგები, ნაქსოვები, გობელენისა და თექის, აგრეთვე სხვადასხვა მასალით დამზადებული სამკაულები და ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებელი მრავალი ნივთი.
კაბინეტში ასევე გამოფენილი იყო უფროსკლასელ მოსწავლეთა გასულ წლებში დამზადებული თვითნაკეთი რბილი სათამაშოები, სამკაულები და სხვა ორიგინალური მასალა.
გამოფენა მრავალმა პედაგოგმა, მოსწავლემ, მშობელმა და სტუმარმა დაათვალიერა. საგამოფენო ექსპონატებმა მნახველებში დიდი მოწონება ჰპოვეს. ზოგი აღფრთოვანებასაც ვერ მალავდა, იმდენად მომხიბლავი და მიმზიდველი იყო გამოფენა.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?