skola24.ge

მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ

skola24.ge

ქართველი ძნელად შეიცნობს საკუთარ თავს, თუ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპართა ღვაწლი და საქმე არ გაიაზრა. გიორგი მთაწმინდელი ერთ-ერთი იმათგანია, რომლებმაც ქართული ოცნება და სახე შექმნეს. სწორედ მას მიუძღვნეს თბილისის #24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ბაღათურია) კომპოზიცია, რომელიც 2 მაისს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში შესთავაზეს და წარუდგინეს საზოგადოებას. ეს იყო საჯარო ფიქრი გამორჩეულ ქართველზე, რომლის მოღვაწეობა არსებითად გასცდა ათონის ქართველთა მონასტრის კედლებს-უწინარესად სწორედ მას გულისხმობდა აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, რომელმაც ბრძანა, რომ ხსენებული მონასტრის გარეშე საქართველოს ისტორიას შესაძლოა სხვა სახე ჰქონოდაო.

 

კომპოზიციამ დამსწრეებს აჩვენა, რომ მოსწავლეებმა ბევრი იშრომეს და იფიქრეს, რათა დიდებული ქართველი მოღვაწის სახე სრულად ეჩვენებინათ. მათ ისაუბრეს გიორგი მთაწმინდელზე, როგორც გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეზე, ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველზე, როგორც შესანიშნავ ხელოვანზე და –უბრალოდ ადამიანზე. საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია მთაწმინდელი ბერის შესახებ, როგორც ატენის სიონის მოხატულობის ერთ-ერთი თანაავტორისა. მაყურებელი, მართლაც, გააოცა მის მიერ თარგმნილი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრთა ჩამონათვალმა. დამსწრე საზოგადოება ძალიან დააინტერესა ბერის მიერ დაწერილმა შესანიშნავმა სასულიერო ჰიმნმა “მწუხრის ზარები”. მათ მოისმინეს ამ ტექსტზე შექმნილი ცნობილი სიმღერაც. წარმოდგენას საინტერესოს ხდიდა, აგრეთვე, გემოვნებითა და საქმის ცოდნით შერჩეული საგალობლები და ვიდეომასალა.

საღამოს მთავარი მოვლენა კი ის იყო, თუ როგორი გონიერებითა და სიყვარულით შეისწავლეს და წარმოადგინეს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და ღვაწლი სკოლის მოსწავლეებმა-სცენიდან მოდიოდა კარგი ფიქრი და ამ ფიქრის შესაფერისი განწყობა.

წარმოდგენის დასასრულს #24 სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ საზოგადოებას გააცნო ამ სკოლის იდეა და წინადადება, რომლითაც ისინი მიმართავენ თბილისის მერიას. იდეა ასეთია: თბილისში გაშენდეს “დიდების ხეივანი”, სადაც დაიდგმება იმ ქართველთა (პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა) ბიუსტები, საღამოს მთავარი მოვლენა კი ის იყო, თუ როგორი გონიერებითა და სიყვარულით შეისწავლეს და წარმოადგინეს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და ღვაწლი სკოლის მოსწავლეებმა-სცენიდან მოდიოდა კარგი ფიქრი და ამ ფიქრის შესაფერისი განწყობა.საღამოს მთავარი მოვლენა კი ის იყო, თუ როგორი გონიერებითა და სიყვარულით შეისწავლეს და წარმოადგინეს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და ღვაწლი სკოლის მოსწავლეებმა-სცენიდან მოდიოდა კარგი ფიქრი და ამ ფიქრის შესაფერისი განწყობა.წარმოდგენის დასასრულს #24 სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ საზოგადოებას გააცნო ამ სკოლის იდეა და წინადადება, რომლითაც ისინი მიმართავენ თბილისის მერიას. იდეა ასეთია: თბილისში გაშენდეს “დიდების ხეივანი”, სადაც დაიდგმება იმ ქართველთა (პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა) ბიუსტები, რომლებმაც გამორჩეულად განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში,გააკეთეს ისეთი საქმე ან შექმნეს ისეთი ღირებულებები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს კულტურული სახე და ქართული ღირსება. თუ ეს იდეა განხორციელდა, “დიდების ხეივანი” შესაძლოა არაერთი კულტურული რიტუალის (მაგალითად, სკოლის კურსდამთავრებულთა გაცილება ცხოვრების გზაზე, მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და ა.შ) ადგილად იქცეს.

 

 

 

skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?