skola24.ge

თბილისის დინამოს ფეხბურთელები #24 საჯარო სკოლაში
skola24.ge
29.04 2011 წ. N 24 საჯარო სკოლას ესტუმრნენ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები: ლევან ხმალაძე, გიორგი ლორია, ირჟი ჰომოლა და ვახტანგ ფანცხავა.  მათ მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. სტუმრებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა ბატონმა გია მურღულიამ. სტუმრებმა ეკრანზე  უჩვენეს ფეხბურთელების  და მათი წარმატებების ამსახველი ფოტოსურათები. ამის შემდეგ ყველამ გადაინაცვლა მოედანზე,სადაც ჩატარდა შეჯიბრი დინამოს თასისთვის.ხმალაძის გუნდმა პენალტებით მოუგო ლორიას გუნდს,ჰომოლას გუნდმა კი დაამარცხა ფანცხავას პატარები.ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ V ა–კლ  და    Vდ–Vე კლასის გუნდები.დინამოს თასის მფლობელი გახდა ლევან ხმალაძის გუნდი (V ა კლასი).მათ დაამარცხეს ჰომოლას გუნდი. საუკეთესო მოთამაშეები დინამოელებმა დაასაჩუქრეს ბურთებით. გარდა ამისა ბავშვებს გადასცეს დინამოს პოსტერები და დინამო–კოლხეთის მატჩის მოსაწვევები. დინამოელები ბავშვებს დაპირდნენ, რომ მათთან იმეგობრებდნენ და ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?