skola24.ge
"სამოქალაქო საზოგადოება_რეალობა, პერსპექტივა თუ ოცნების სფერო"
skola24.ge20 დეკემბერს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თეა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მე-10 დ კლასმა წარმოადგინა იმიტირებული თოქ-შოუ თემაზე "სამოქალაქო საზოგადოება_რეალობა, პერსპექტივა თუ ოცნების სფერო".

 

განათლება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მისი იდეოლოგიის მატარებელი და გამტარებელი რგოლია. სკოლა კი განათლების საფუძველია, საიდანაც ხდება ჩვენი ჩამოყალიბება სახელმწიფო მოქალაქეებად. დღეს, როცა საქართველო ასე ისწრაფვის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ და აქტუალურია მენტალური ცვლილებების თემა, ჩვენი საზოგადოებაც სერიოზული გამოწვევი წინაშე დგება, რაც სამოქალაქო საზოგადოებად გარდაქმნასა და განვითარებაში მდგომარეობს.

ჩვენ ვსწავლობთ საგანს “სამოქალაქო განათლება” , “სამოქალაქო აღზრდა” , ხშირად გვესმის მასმედიიდან მოწოდებები სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისაკენ. . . შესაბამისად ჩნდება ინტერესი, კითხვა; პროდასავლური სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების რა ეტაპზე ვართ და საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოება რეალობა, პერსპექტივა თუ ოცნების სფეროა ჩვენი საზოგადოებისათვის?

 

skola24.ge skola24.ge
skola24.ge skola24.ge

 


ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?