skola24.ge

სამეურვეო საბჭო

სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

სკოლის სამეურვო საბჭო:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დიციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანისს წესს;
დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
თ) უფლებამისილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
ი) უფლებამოსილია მოთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელის ხელშეკრულების პირობების დარვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევვაში; 
კ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს; 
ლ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;
მ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს; 
ნ) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ო) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს. 
2. ამ მუხლის “ბ”, “გ”, “დ” და “ი” ქვეპუნქტებით გათვასლიწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. 

2009 წლის 14 ივნისს რესპუბლიკის მასშტაბით სკოლებში ჩატარდა  სამუერვეო საბჭოს ხელახალი არჩევნები. #24 საჯარო სკოლაში ამ არჩევნების შედეგად გამოვლინდნენ შემდეგი წევრები:
მასწავლებლები 
1. თამარ ბარისაშვილი
2. მაია მიქაძე
3. ქეთევან სულაძე
4. ეკატერინე ალავიძე-კაკაბაძე
5. მზია გიორგაძე
6. ლია ასხაბაძე

მშობლები:
1. ხათუნა ხულორდავა (I საფეხური)
2. სიმონ ცომაია (I საფეხური)
3. ნინო ობოლაძე (II საფეხური)
4.თეა მაჭავარიანი (II საფეხური)
5. ხათუნა ნემსიწვერიძე (III საფეხური)
6. ვაჟა შუბითიძე (III საფეხური)

მოსწავლე:

1. გიორგი ნონიაშვილი

03.07.2009 წელს ჩატარდა სამურვეო საბჭოს I სხდომა, სადაც  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩა ნინო ობოლაძე.

   skola24.ge

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?