skola24.ge

დირექტორის შეფასების კრიტერიუმები

 
1. როგორ აყალიბებს სკოლის მისიას;
2. რა ძირითად პრინციპებზე ააგებს სკოლის განვითარების გეგმას;
3. რა არსებით პრინციპებზე გაიაზრებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
4. როგორ ესმის ცნება “განათლების ხარისხი” და რა რესურსებით აპირებს მის უზრუნველყოფას სკოლაში;
5. აღზრდისა და უნარ-ჩვევების განვითარების რაგვარ სისტემას დანერგავს სკოლაში;
6. როგორ განსაზღვრავს მოადგილეებისა და საგნობრივი კათედრების გამგეთა ფუნქციებს;
7. რა პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმავს სკოლის ბიუჯეტს;
8. როგორ აქვს გააზრებული “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები”;
9. როგორ აქვს გააზრებული ეროვნული სასწავლო გეგმა;
10. რამდენად კარგად ესმის “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის ძირითადი დებულებები;
11. როგორი სახით წარმოუდგენია სკოლის მართვის სისტემა;
12. როგორ წარმოუდგენია ურთიერთობა სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან;
13. როგორ წარმოუდგენია ურთიერთობა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან;
14. როგორ უზრუნველყოფს სათანადო დისციპლინასა და საშემსრულებლო კულტურის ამაღლებას სკოლაში;
15. როგორ წარმოუდგენია სკოლის საკადრო პოტენციალის განვითარება; რას გააკეთებს სკოლის პედაგოგთა მოსამზადებლად ერთიანი ეროვნული სერტიფიცირებისათვის;
16. რა გზებითა და საშუალებებით უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას სკოლაში;
17. როგორ მოამზადებს სკოლას დაგეგმილი სახელმწიფო აკრედიტაციისთვის; რა ძირითად პრინციპებზე დაფუძნებით ააგებს სკოლის თვითშეფასების (რაც, კანონის შესაბამისად, წინ უძღვის აკრედიტაციას) სისტემას;              
18. როგორი უნდა იყოს, მისი აზრით, აქტუალურ სასკოლო საკითხთა (განათლების ხარისხი, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, პედაგოგთა პროფესიული განვითარება, სასკოლო დისციპლინა, კონფლიქტების პრევენცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და ა.შ.) გადაწყვეტის მონიტორინგის სისტემა;
19. როგორ წარმოუდგენია სკოლის პერსონალის ეკონომიკური სტიმულირების სისტემის ორგანიზება;
20. როგორ უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა დამატებითი აკადემიური, შემოქმედებითი და სპორტული ინტერესების დაკმაყოფილებას სკოლის შენობაში.
21. რაგვარად წარმოუდგენია სკოლათა ჰორიზონტალური კავშირების დამყარება და განვითარება;
22. როგორ ესახება საზოგადოებასთან და თემთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება და ამოქმედება;
23. როგორ წარმოიდგენს და განსაზღვრავს სკოლის ვებ-გვერდის შინაარსს;
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?