skola24.ge
ესთეტიკის კათედრა

 


ესთეტიკის  კათედრის  სწავლების  მიზანია  განუვითაროს  უნარ-ჩვევები,  აზიაროს  მოსწავლეები  ხელოვნების  კულტურას,  რაც  მათ  საშუალებას მისცემს  შეიცნონ  და  გაითავისონ  სამყარო,  ჩაერთონ  საზოგადოებრივი  საქმიანობის  სხვადასხვა  სფეროში, იგრძნონ  პასუხისმგებლობა  საკუთარი    თავის,საზოგადოების  მიმართ.  კათედრის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლის  ესთეტიკურ  აღრზდას,თავისუფალი  დროის  სწორად  ორგანიზებას  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  დამკვიდრებას.

ესთეტიკური  შინაარსი  არა  მარტო  ობიექტურ  საგნად  არსებობს,  არამედ  ნაწილობრივ  გამოითქმება  კიდეც  და  მოქმედებაშიც  გამომჟღავნდება.    ფიზიკური  აღზრდის  ცენტრი, რომელიც  ჩვენს  სკოლაში  ატარებს  სხვადასხვა კულტურულ  და  სპორტულ  ღონისძიებებს, ემსახურება  ახალგაზრდობის   ჯანსაღი   ცხოვრების  წესის  დამკვიდრებას.  სპორტული  მხიარული  თამაშები  ხელს  უწყობს  მოზარდების  ფიზიკურ  განვითარებას.

ხელოვნება  უდიდეს  ზეგავლენას  ახდენს  ადამიანის  სულიერი  სამყაროს  ჩამოყალიბებაზე,  აღვივებს  მასში  მხატვრულ  გემოვნებას, ავითარებს  შემოქმედებით  უნარს.
სკოლაში  ტარდება  კულტურული  ღონისძიებები.  მოეწყო  გამოფენები  სამხატვრო  გალერეებში,  სამების  საკათედრო  ტაძარში  მოეწყო  აღდგომის  დღესასწაულთან  დაკავშირებით  გამოფენა,  სადაც  ბავშვებმა  წარმოადგინეს    ნამუშევრები. ფოტომასალა იხილეთ ფოტოგალერეაში.

კათედრის ხელმძღვანელი: ნინო იოსავა

კათედრის წევრები: 

skola24.geნინო იოსავა (სახვითი ხელოვნება)
დაიბადა 1977წ 23 მაისს ქ.თბილისში.დაოჯახებულია ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოდელირების ფაკულტეტი. 1998  წლიდან  მუშაობს  24-ე  საჯარო  სკოლაში  სახვითი  ხელოვნების  მასწავლებლად.  სამოდელო  სააგენტო ,,გრაციას,,  დიზაინის  ისტორიის  პედაგოგი მოდელიორ-დიზაინერი.  წარმატებები- სასკოლო   გამოფენები,  საქალაქთაშორისო  გამოფენები, ფონდ  ირმის  ნახტომის  კონფერენციაში  მონაწილეობა. პროკრედიტ  ბანკისა  და  წითელი  ჯვრის  სამაჩაბლოს  რეგიონიდან დევნილ  ბავშვთა  ფსიქო-სოციალური  რეაბილიტაციის  პროგრამაში  მონაწილეობა.   



skola24.ge თინათინ კოჭლაშვილი (სახვითი ხელოვნების ისტორია)
დაიბადა  1981 წ  ქ.თბილისში.  უმაღლესი  განათლება  მიიღო  შ.რუსთაველის  სახელობის  თეატრალურ უნივერსიტეტში  დრამისა  და  კინოს  მსახიობის  ფაკულტეტზე.  2007   წლიდან    მუშაობს    24-ესაჯარო   სკოლაში  სახვითი ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად.                              




skola24.geტატიანა შათირიშვილი (მუსიკა)
დაიბადა  1977  წლის  17  აპრილს  დაამთავრა  შ. რუსთაველის  სახელმწიფო  თეატრალური  ინსტიტუტი.  თეატრისა  და  კინოს  ინსტიტუტის  ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტი, ხელოვნების  ისტორიის  მასწავლებლებლის სპეციალობით  2003  წლიდან  მუშაობდა  139-ე  სკოლაში,  2006  წლიდან კი 24-ე  საჯარო  სკოლაში  პედაგოგად. წარმატებები: მონაწილეობა  მიიღო  პროექტში ,,ჩვენ  ვსწავლობთ  ბიბლიას".




skola24.geირინა გორდულაძე (მუსიკა)
დაიბადა  1954წ. 16 მაისს.   დაოჯახებულია.  განათლება  მიიღო  გ.სარაჯიშვილის  სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო  ფაკულტეტზე.
სამუშაო  გამოცდილება:  პ.გონაშვილის  სახელობის  29-ე  ხელოვნების  სკოლაში  სასწავლო  ნაწილი  და  ფორტეპიანოს  კლასის  პედაგოგი.  2008  წლიდან  მუშაობს  24-ე  საჯარო  სკოლის  მუსიკის  მასწავლებლად.





skola24.ge მაია მელიქიძე (მუსიკა)
დაიბადა  1984 წ.  დაოჯახებულია. განათლება  მიიღო   ვ.სარაჯიშვილის  სახელობის  სახელმწიფო  კონსერვატორიაში. 2008 წლიდან  მუშაობს  24-ე  საჯარო  სკოლის  მუსიკის  მასწავლებლად.






skola24.ge ნიკოლოზ ხერხაძე (რიტმიკა)
დაიბადა  1969 წ.  5  აგვისტოს.  დაოჯახებულია.  დაამთავრა  სახელმწიფო  საცირკო – საესტრადო   სასწავლებელი, ი.სუხიშვილის  სახელობის  სკოლა-სტუდია ქორეოგრაფიის  განხრით.  2008  წლიდან    მუშაობს  24-ე  საჯარო  სკოლაში,  ანსამბლ  ,,ფრესკას,,  ქორეოგრაფიული  წრის  ხელმძღვანელი.  155-ე  საჯარო  სკოლაში  ანსამბლ  ,,ლაშა-გიორგის,,  ხელმძღვანელი  და  ი.სუხიშვილის  სკოლა-სტუდიის   ქორეოგრაფიის  ისტორიის  პედაგოგი. წარმატებები: მონაწილეობა  მიიღო პროექტში  ,,ჩვენ  ვსწავლობთ  ბიბლიას".



skola24.ge ნანა უგულავა (რიტმიკა)

დაიბადა  1966 წ.  23  მარტს.  დაოჯახებულია,  ჰყავს  მეუღლე  და  შვილები.   დაამთავრა  შ.რუსთაველის  თეატრალური  ინსტიტუტი.  სამუშაო  გამოცდილება: ი. სუხიშვილის  სახელობის  სკოლა-სტუდიის  ქორეოგრაფი  ,  2008  წლიდან  მუშაობს  24-ე  საჯარო  სკოლის  პედაგოგად. წარმატებები: მონაწილეობა  მიიღო პროექტში  ,,ჩვენ  ვსწავლობთ  ბიბლიას".



skola24.ge

გია ნათობიძე (ფიზ. აღზრდა) 
დაიბადა 1960 წლის 1 ივლისს. დაოჯახებულია ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 1998-დან 2003-მდე  მუშაობდა 166-ე  საჯარო  სკოლაში,  2007-დან 2008-მდე _169-ე  სკოლაში, 2008  წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში ფიზკულტურის  პედაგოგად. წარმატებები : 1977 წ.  ახალგაზრდული  თამაშების  ჩემპიონი.
1978 წ._ ,,დინამოს,, ცეესის  ჩემპიონი. 1979 წ._  "სსრკ. ხალხთა"  ჩემპიონატი  V ადგილი. 1987 წ. _საქართველოს  ჩემპიონი.




ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?