skola24.ge
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

 

ამ მეცნიერებების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლეები მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მათ საშუალებას მისცემთ შეიცნონ და გაითავისონ სამყარო, ჩაერთონ საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარმოს მიმართ. კათედრის ამოცანებია ცოცხალი სამყაროს აღქმა. სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების შესწავლა, დედამიწისა და გარემო სამყაროს გაცნობა, გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპების გაგება. ამ მეცნიერებების შესწავლით მოსწავლეებს უყალიბდებათ დაკვირვების, აღწერის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონაცემთა ინტერპრეტაციისა და ჰიპოთეზის გამოთქმის უნარ-ჩვევები.

კათედრის ხელმძღვანელი: ხატია ნადარაია

კათედრის წევრები:

skola24.geქეთევან სულაძე – ფიზიკის პედაგოგი. დაბ. 1958 წელს. აქვს ფიზიკის პედაგოგის მაგისტრის დიპლომი. პედაგოგიური სტაჟი მოიცავს 23 წელს. პედაგოგი ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო კათედრას. პედაგოგის ინიციატივით კათედრაზე მოქმედებს მინი კურსები. მომზადდა პროექტი ლეონარდო და ვინჩის დამსახურება ფიზიკის განვითარებაში "ვინც სათნოებას თესავს, სიკეთეს იმკის". პედაგოგის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. დაჯილდოვებული არიან სიგელებითა და დიპლომებით, ხოლო პედაგოგს გამოეცხადა მადლობა. ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა-მათემატიკაში სათაურით "არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე".




მარინა მიქელაძე – დაბ. 1954 წელს. აქვს ბიოლოგიის პედაგოგის მაგისტრის დიპლომი. პედაგოგიური სტაჟი _პედაგოგს აქვს ბევრი წარმატებები – 2006 წელს დაჯილდოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ III ხარისხის დიპლომით პროექტებში მონაწილეობისათვის "ეკოლოგიური არდადეგები". აგრეთვე გამარჯვებულია მისი პროექტი 2007 წელს "ეკოლოგიური პიკნიკი – სუფთა ჰაერი და წყალი". 2007 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია სიგელით "წარჩინებული მასწავლებელი".2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აჯილდოებს სიგელით პროექტს "ანტი ნარკოტიკული შოკური პროპაგანდა". რესპუბლიკურ კონფერენციებში მისი მოსწავლეები დაჯილდოებული არიან I და II ხარისხის დიპლომებით. 2007-2008 წელს მ. მიქელაძე ხელმძღვანელობდა კათედრას. არის სამეურვეო საბჭოს წევრი. ჩატარებულია ინტეგრირებული გაკვეთილი: ბიოლოგია-რუსული.



skola24.geნათელა კაპანაძე – დაბ. 1947 წელს. აქვს ქიმიის პედაგოგის მაგისტრის დიპლომი. პედაგოგიური სტაჟი -–36 წელი.
2004 – 2009 წლებში პედაგგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში. მიღებული აქვთ I და II ხარისხის დიპლომები. გამოეცხადა მადლობა.







skola24.ge შორენა ხარზიანი-ქაძანაია - ბიოლოგიის პედაგოგი, ბიოლოგიის მაგისტრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიო-ეკოლოგიის ფაკულტეტზე. 2008 წელს გაიარა სტაჟირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. 2009 წელს იყო საკონკურსო კომისიის წევრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში მუშაობდა სკოლა-პანსიონ ‘მომავალი’ში ბიოლოგიის პედაგოგად. არის არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ეკო-ხედვის’ აქტიური წევრი. 2012 წელს გაიარა ტრენინგი ‘ბიომრავალფერივნების შენარჩუნების გზები’, რომელიც ჩაატარა ფრანგულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘მოყოლილი ისტორიები’ და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ეკოხედვა’-მ ერთობლივად, მიენიჭა სერთიფიკატი. მისი მოსწავლეები მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის 66-ე თვითშემოქმედებით კონფერენციაში, 5 მოსწავლე და პედაგოგი დაჯილდოვდა სიგელებით.

სამეცნიერო პუბლიკაციები: 2011 წელი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოველთვიურ სამეცნიერო რეფერირებულ ჟურნალში ‘მეცნირება და ტექნოლოგიები’ სტატია ‘ურბანიზაცია და დიდი ქალაქების ეკოლოგიურ-გეოგრაფიული პრობლემები’.

2011 წელი - ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კრებულში სტატია ‘ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები’

2012 წელი - საბავშვო ეკოლოგიურ ჟურნალ ‘პოპკორნში’ სტატია ‘ანთროპოგენული ზემოქმედება გარემოზე’

2012 წელი - ცხუმ-ახაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კრებულში სტატია ‘ფოტოსინთეზის როლი დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის ცვალებადობაში’


ხატია ნადარაია_




სოფო მშვილდაძე_





ეკა ჩინჩალაძე_




ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?