skola24.ge
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა


სასწავლო დისციპლინის მიზანი:
ა) მოსწავლეს გამოუმუშაოს გეოგრაფიის ცოდნა; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე მიმდინარე ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების შესწავლაში. გ) დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს მნიშვნელობა მსოფიო პროცესებში.

ისტორია

სასწავლო დისციპლინის მიზანი:
ა) მოსწავლეს გამოუმუშაოს ისტორიის ცოდნა. ბ) დაეხმაროს მოსწავლეს, აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში. გ) ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. დ) დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

კათედრის ხელმძღვანელი: ეკა ქავთარია


პედაგოგები:
skola24.geმზია გიორგაძე
დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1978 წ).
1981 წლიდან მუშაობს 24-ე სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. აქვს პედაგოგიური მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო სკოლის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. 1997-1999 წლებში იყო დიდუბის რაიონის წლის საუკეთესო მასწავლებელი. 1998-1999 წელს დასახელდა ქალაქის წლის საუკეთესო მასწავლებლად. არის ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების წევრი. 2005-2006 წწ. ხელმძღვანელობდა სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას. 2006 წლიდან არის სამეურვეო საბჭოს წევრი.  
2005 წლიდან 24-ე სკოლის სახელით თანამშრომლობს ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში - პრაქტიკულ სამართალში.
კოლუმბიის ოლქის პრაქტიკული სამართლის პროექტი ითვალისწინებს პრაქტიკული სამართლის სწვლებას საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასებისათვის.
მოცემული კლინიკური პროგრამა მოსწავლეებს აცნობს ახალ იურიდიულ კონცეფციებს, სამართლებრივ ანალიზს, პოლიტიკის ფაქტორებს, პრობლემის გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს. ყოველივე ეს მიზნად ისახავს, იურისტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის გზით, უფროსკლასელთა სამართლებრივი თვალსაწიერის გაფართოებას, სამართლებრივი სტრუქტურის საფუძველში მდებარე პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფასეულობებში უკეთ გარკვევას.
მზია გიორგაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დღემდე ისმენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებულ სემინარებს პრაქტიკულ სამართალში და აწყობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.

skola24.geლიანა ორჯონიკიძე
დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
1984 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად. 
1997-2007 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.







skola24.geვაჟა ბაკაშვილი
დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1976-1981 წწ). მუშაობდა ,,იმელის” არქივში მეცნიერ-თანამშრომლად, პოლიტექნიკურ-ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად. 61-ე სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. იყო უნარშეზღუდულ ბავშვთა ორგანიზაციის ,,მეგზური”-ს; საქველმოქმედო საზოგადოება ,,სავანეთა”-ს ორგანიზატორი. 2004 წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად. ტრენინგი განვითარებისა და სწავლის თეორიები.

 


skola24.geნათია მახათაძე
2002 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2006-07 სასწავლო წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად.

 




skola24.geთეა ტყეშელაშვილი
2006-07 სასწავლო წლიდან მუშაობს 24-ე საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად. ამჟამად ხელმძღვანელობს ისტორია-საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას. აქვს პედაგოგიური მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. 2001-2006 წლებში მე-12 საჯარო სკოლაში ასწავლიდა რელიგიასა და ისტორიას. 2008 წელს ისტორია-საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე დასახელდა წარმატებულ მასწავლებლად.
შესრულებული  აქვს შემდეგი სახის სამუშაოები:
2007 წელი – კონფერენცია: ,,საქართველო თანამედროვე გეოპოლიტიკურ სივრცეში”
2008 წელი – პროექტი: ,,მითიდან-რეალობამდე” (ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიპეტიების შესახებ).
2008 წლის სექტემბერში 24-ე სკოლის სახელით მიიღო მონაწილეობა სამაჩაბლოს რეგიონიდან დევნილ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის პროკრედიტ ბანკისა და წითელი ჯვრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში.
2009 წელი – პროექტი: ,,ჩემი საქართველო”.
2009 წელი_ "IX-2 24-დან ანუ ვინ ვარ მე"
ვრცლად იხილეთ პროექტებში

ეკა ქავთარია

განათლება: 1996–2002 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვალიფიკაცია ისტორიის მასწავლებელი (მაგისტრი).  2002-2005 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.

2003-2006 თბილისის #29 საჯარო სკოლა, ისტორიის პედაგოგი და კათედრის ლაბორანტი. 2010–2011 შპს "საშუალო სკოლა ლამპარი".2010–დღემდე #24 საჯარო სკოლა, ისტორიის პედაგოგი.

ტრენინგები და კურსები: მიზნობრივი კურსები ისტორიაში_თბილისის მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსტიტუტი.2005წ.

მიზნობრივი კურსები "რესურსები და მულტიმედია ტექნოლოგია ისტორიის სწავლების პროცესში".თბილისის მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსტიტუტი.2005წ.

კურსი "ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.2009

ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობა და უგულებელყოფა, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები. თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრი.2011.

სამეცნიერო პუბლიკაციები: ისტორია ახალგაზრდა მკვლევართა თვალით, დონეცკი 1999წ_"საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919–1920". (რუსულ ენაზე)

ისტორიულ–ეთნოგრაფიული შტუდიები #9 თბილისი 2005_"დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია საქართველოში 1941–1942 წწ".

დიპლომები და ჯილდოები: 2010წ.ივნიში გამართულ მასწავლებელთა კონფერენციაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელი, მიღწეული წარმატების გამო დირექციის მიერ დაჯილდოვდა ფულადი პრემიით. 2011წ. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული თბილისის მოსწავლეთა პირველ სასკოლო გუნდურ ოლიმპიადაში მე–7 კლასის მოსწავლეების წარმატებისთვის დაჯილდოვდა დიპლომით.

ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?