skola24.ge

მათემატიკის კათედრა
ამოცანების ამოხსნა უნარ-ჩვევების განვითარების კარგი საშუალებაა, ასევე მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, საწინააღმდეგოს დაშვების ხერხების შესწავლა. ახალი ცნების ათვისება, პრაქტიკულად გამოყენებადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. მიღებული ცოდნის აქტუალურობის გააზრება-გამოყენებითი ასპექტების წარმოჩენა.

კათედრის ხელმძღვანელი: მაია ლომსაძე

skola24.geნანა კაპანაძე
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1988 წელს_სპეციალობით ინჟინერ-კონსტრუქტორი. 2005 წელს დაამთავრა რესპუბლიკის პედაგოგთა დახელოვნებისა და გადამზადების ინსტიტუტი მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
1998-2005 წ.წ  მუშაობდა #24 საჯარო სკოლაში ხაზვის მასწავლებლად, ხოლო 2005 წლიდან მათემატიკის მასწავლებლად.
აქვს პედაგოგიური მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. (1985-1989, 1997-1998 წ.წ მუშაობდა ქ. რუსთავის მე-17 სამშენებლო პროფ.ტექნიკურ სასწავლებელში ხაზვის პედაგოგად).
2008-2009 წ.წ ხელმძღვანელობდა სკოლის მათემატიკის კათედრას. 2006 წელს სკოლაში დასახელდა წლის საუკეთესო მათემატიკის პედაგოგად.
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: მოსწავლეთა ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებებისათვის ორი დიპლომი განათლების სამინისტროსგან; ორი ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი_საუკეთესო მასწავლებლისათვის; მოსწ. ახალგაზრდობის სასახლის დიპლომები; ასევე საპატიო სიგელი განათლების სამინისტროსგან.
შესრულებული აქვს შემდეგი სახის სამუშაოები:
2006 წელს_პროექტი "მხიარული და საზრიანი მათემატიკოსები".
2008 წელს _პროექტი "ოქროს კვეთა"
2008 წელს_ ინტეგრირებული გაკვეთილების კონკურსში მიიღო მონაწილეობა გაკვეთილმა "ოქროს კვეთა და სამყარო"  (ოთხი საგნის ინტეგრირებით: მათემატიკა, ბიოლოგია, ქართული და ხელოვნება)და 2009 წელს"წრფივი ფუნქცია" (ინტეგრირება მათემატიკა და ფიზიკა)
2009 წელს_კონფერენცია "რა არის მათემატიკა"; "გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები".
2009 წელს_კონკურსი "ყველაზე საზრიანი".


skola24.geნუნუ ყველაშვილი
დაიბადა თბილისში 1967 წელს. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1993 წლიდან მუშაობს #24 საჯარო სკოლაში. იყო სკოლის კათედრის გამგე. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. სკოლაში ჩატარებული აქვს შვიდი კონფერენცია და ორი მათემატიკური ღონისძიება. მიღებული აქვს სიგელების და დიპლომები. იყო პარტნიორი სკოლების მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი.



skola24.geლელა კობაიძე
დაიბადა 1969 წელს ქ. კასპში. დაამთავრა თბილისის ს.ს ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი, შრომისა და ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციით. 2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტი_ მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
1994 წლიდან მუშაობს #24 საჯარო სკოლაში. 2005 წლამდე შრომის მასწავლებლად, ხოლო 2005 წლიდან მათემატიკსი მასწავლებლად. აქვს პედაგოგიური მუშაობის 16 წლიანი სტაჟი. 2009-2010 წლიდან ხელმძღვანელობს მათემატიკის კათედრას.
შესრულებული აქვს შემდეგი სახის სამუშაოები: 2009 წელს_ პროექტი "პროპორცია და მისი სასწაულები", რომელიც ინტეგრირებულია ქიმიასთან.
2006 წელს კონფერენცია_ მათემატიკის წარმოშობის ისტორია.
გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, მათ შორის ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და განხორციელების.
2008 წელს სკოლის სახელით მონაწილეობა მიიღო სამაჩაბლოს რეგიონიდან დევნილ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის პროკრედიტ ბანკისა და წითელი ჯვრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში. 



მაყვალა სილაგაძე
1982 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის სეციალობით.
1984 წლიდან მუშაობს #24 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები. მონაწილეობას იღებდა სასკოლო და რაიონულ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. 2000 წელს დაჯილდოვდა სიგელით: #24 საჯარო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებელი.

მაია ლომსაძე_
გიორგი სიხარულიძე_
ელენე ბურდული_
ბეჭდვა
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?