skola24.ge

მოგესალმებით

თქვენ ეწვიეთ #24 საჯარო სკოლის ვებ გვერდს.  ამ საიტის მიზანია, საზოგადოებას დაანახვოს, როგორია ჩვენი სკოლა, რას ვფიქრობთ , რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რას მივაღწიეთ დღემდე.


სკოლის სიახლეები
ელენე ბურდული - პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
2017/2018 სასწავლო წლის II სემესტრში თბილისის № 24 სკოლის (დირექტორი: გიორგი კაკაბაძე) მათემატიკის მასწავლებელმა ელენე ბურდულმა ჩაატარა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე„საშინაო დავალების როლი მოსწავლეთა მოტივაციისა ამაღლებასა და შედეგების გაუმჯობესებაში“.
კვლევის სამიზნე ჯგუფები იყო XIა და XIდ კლასები. მკვლევარმა კვლევისთვის გამოიყენა მეთოდები: დაკვირვება, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება.მან ჩაატარა 3 ინტერვიუ, 2 ფოკუს- ჯგუფი, 2 ანკეტირება, განახორციელა 3 ინტერვენცია. ასევე ჩამოაყალიბა 3 ჰიპოტეზა. კვლევაში მონაწილეობდა 47 მოსწავლე და 37 მშობელი.
ელენე ბურდულმა გააკეთა დასკვნები და ჩამოაყალიბა რეკომენდაციები. ის გავიდა შედეგზე.
კვლევა სასარგებლო აღმოჩნდა როგორც მკვლევარისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და კოლეგებისთვის.
პედაგოგმა კვლევის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარუდგინა კოლეგებს და სკოლის შეფასების ჯგუფს. კვლევამ დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია.
შეფასების ჯგუფმა კვლევა დადებითად შეაფასა.
აქტივობა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული #24 საჯარო სკოლის მე-4_ბ კლასი ურეკში გამართულ ფესტივალზე ,,მზიანი საქართველო“ საუკეთესოდ წარსდგა და ჟიურის გამორჩეული ნომინაცია ხვდა წილად. (კლასის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული პედაგოგი,ი.გოგებაშვილის მედალოსანი ლიანა ბედინაძე)

ფესტივალზე მოსწავლეებმა ხატოვნად და არტისტულად წარმოადგინეს რ.ინანიშვილის ,,ზეიმი სხვენში“.პატარა მსახიობების დამაჯერებლობამ,საოცარი გარდასახვის ნიჭმა,არტისტიზმმა და დახვეწილმა სცენარმა ჟიურისა და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და სპექტაკლმა ერთ-ერთ გამორჩეულ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება-,,ყველაზე ორიგინალური ინსცენირება“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ფესტივალში მეორედ მონაწილეობდა.ფესტივალის მეორე დღეს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელმაც ასევე,საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. ორიგინალური ნომინაცია მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ბათუმში ხალისიანი გასეირნებით დააგვირგვინეს.

ფესტივალის ულამაზესი დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებად  დარჩება ყველა მონაწილის გულში.

ლიანა ბედინაძე-2014 წ. 9-11 მაისი. ურეკი.

 

skola24.geskola24.geskola24.geskola24.geskola24.geskola24.ge

,კეთილ იყოს, გაზაფხულო, მობრძანება შენი!,,,,გაზაფხულდა, შრიალებენ ხენი, კეთილ იყოს, გაზაფხულო, მობრძანება შენი!,,ამ სიტყვებითა და მერცხლების ჭიკჭიკით დაიწყო 1 აპრილს 3-ე კლასის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში.თვალხატულა გოგო-ბიჭების გულებიდან გადმოღვრილმა სითბომ და სიყვარულმა გაათბო და მოაჯადოვა მაყურებელი.
skola24.ge
.
skola24.ge 24-ე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ატარებს სკოლის ჩემპიონატს კალათბურთში  საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის. 28 თებერვალს გაიმართა   მორიგი ასპარეზობა VII-დ და VII-გ კლასებს შორის. საკმაოდ დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში ერთი ქულით (11:10) გაიმარჯვა VII-გ კლასმა,  ვუსურვებთ მას წარმატებებს შემდეგ ასპარეზობებში. ბავშვები მადლობას უხდიან სკოლის საინფორმაციო მენეჯერს-გიორგი ბროლაძეს დახმარებისათვის.skola24.ge
skola24.geskola24.geსწავლა უფრო სახალისო რომ გავხადოთ!

14 თებერვალს პედაგოგებმა: თეა ტყეშელაშვილმა  და ეკა ქავთარიამ VII კლასებს შორის ჯეო-კლასში ჩაატარეს ვიქტორინა-კონკურსი ისტორიაში. სასწავლო პროცესის  საინტერესოდ, სახალისოდ, კონკურენტულად, ინტელექტუალური ფიქრისა და აზროვნების განსავითარებლად მეორე წელია, რაც ასეთი კონკურსი ეწყობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე - თეა ტყეშელაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. მოსწავლეები ხალისითა და აზარტით ერთვებიან ღონისძიებაში და ივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა: გუნდური თანამშრომლობა, ჯანსაღი კონკურენცია, ექსტრემალურ სიტუაციაში ცოდნის მობილიზება და სწორი არჩევანის გაკეთება, ლოგიკური მსჯელობა და დასკვნების გამოტანა...
მოსწავლეებმა გამოავლინეს, როგორც საპროგრამო მასალის, ისე ზოგადინტელექტუალური ცოდნა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი უნარი. I ტურში მონაწილეობას იღებდა ოთხივე მეშვიდე კლასი, II ტურში გადავიდა VII-ა და VII-დ კლასები, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. მომდევნო ტური გაიმართება მაისში, სადაც გამოვლინდება 24-ე სკოლის ყველაზე წარმატებული VII კლასი - ისტორიაში. ბავშვები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ელოდებიან საფინალო ასპარეზობას.skola24.geskola24.ge
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ფირნიშები
ფირნიშები
გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე
გაკვეთილების ცხრილი
გაკვეთილების ცხრილი
ინკლუზიური სწავლება

skola24.ge

გამოკითხვა
ათბალიანი სისტემით ჩვენს სკოლას რამდენი ქულით შეაფასებდით?